სიახლეები

ივნისი 2024

ვულოცავთ თამარს!

CMDB-ს (მდბც)  სტუდენტმა თამარ ასკურავამ  3 ივნისს ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტში დაასრულა სადოქტორო პროგრამა და დაიცვა დისერტაცია თემაზე:   „Influence of titin variants on myocardial function in a 3D disease model of Peripartum Cardiomyopathy using human induced pluripotent stem cells” "ტიტინის ვარიანტების გავლენა მიოკარდიუმის ფუნქციაზე დილატაციური კარდიომიოპათიის  3D  მოდელში ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით".

აპრილი 2024

პროფ. ულრიხ მარტინის (ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტი - MHH)  პროფ. ნონა ჯანიკაშვილის(თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) და პროფესორი მარინა ფოჩხუას მიერ კოორდინირებულმა განაცხადმა წარმატებით მოიპოვა DAAD-ის დაფინანსება.  
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, DAAD მხარს უჭერს უნივერსიტეტს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამის საგნობრივ სფეროებში,  რაც თავისთავად მნიშვნელოვანია მდგრად განვითარების უზრუნველყოფისთვის, ისევე როგორც კოსმოპოლიტური უნივერსიტეტების დახვეწას პარტნიორ ქვეყნენსა და გერმანიაში. დაფინანსება გამოიყენება პარტნიორ დაწესებულებებში შემდეგი მიმართულებების გასაძლიერებლად: სწავლება, კვლევითი საქმიანობა და მენეჯმენტი.
ამჟამად დამტკიცებული პროექტი ემსახურება ქართველი სტუდენტების მომზადებას მედიცინისა დაბიომეცნიერებების მიმართულებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის დარგში სამეცნიერო კარიერის განვითარების მიზნით.
პროექტის დაფინასება 01.01.2024 - დან 31.12.2027 მდე პერიოდს მოიცავს და თითქმისნახევარ მილიონ ევროს შეადგენს.  პროფესორ მარტინის მიერ კოორდინირებულმა პროექტმა 89 საპროექტო განაცხადში მეორე ადგილი დაიკავა. DAAD-ის მიერ დამტკიცებული პროექტი წარმოადგენს პროფესორ მარტინის ათწლეულების განმავლობაში საქართველოსადმი ერთგულების წარმატებულ გაგრძელებას.
დაფინანსების ფარგლებში, გაუმჯობესდება პარტნიორ უნივერსიტეტებში სტუდენტების მომზადების მიმართულებები, რომლებიც მიზნობრივი სასწავლო და საკვალიფიკაციო პროგრამების მეშვეობით ხორციელდება და მეცნიერების თანამედროვე მიდგომებზეა დაფუძნებული.  შვიდ გამორჩეულ კვალიფიციურ სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა გაემგზავროს ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ქვემო საქსონიის იმუნოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში (LISA). დაფინანსების მთავარ მიზანს წარმოადგენს სტუდენტების მომზადება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებისთვის, კერძოდ, MHH-s ბაზაზე არსებული ჰანოვერის ბიოსამედიცინო კვლევითი სკოლის (HBRS) სადოქტორო პროგრამებისთვის, რათა მათი წარმატებით დასრულების შემდგომ, საქართველოში დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები მიიღონ.

მარტი 2023

ვიწვევთ მსურველებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პროფესიული გადამზადების პროგრამაში : ლაბორატორიის მედიცინის ტექნიკური ასისტენტი" მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია და აპლიკაცია შეიძლება მოიძიოთ შემდეგ ლინკზე:

https://www.cmdb-sou-edu.org/ქართული/სწავლება-და-სამეცნიერო-განათლება/პროფესიული-გადამზადების-პროგრამის-ლაბორატორიის-მედიცინის-ტექნიკური/.

მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 აპრილი

 

2023 წლის იანვარი

ვართ ამაყნი, რომ მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრის პირველი წლის მსმენელმა ხათუნა ლობჟანიძემ  წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ამა წლის 27 იანვარს და მიიღო დოქტორის ხარისხი ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტში!

ივლისი 2022

 ანა ბურდულმა შეასრულა და დაასრულა სამაგისტრო ნაშრომი ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების კვლევით ლაბორატორიებში, ჰანოვერში, გერმანია.

მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის მოლეკულური ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე  2022 წლის ივლისში.

 

 

20.08.2021

2021 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი  საბჭოს მიერ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის მედიცინის ტექნიკური ასისტენტი“  განხორციელების უფლება. პროგრამა შემუშავებულია სსუ -სა და მისი 3 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ: ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (დკსჯეც), ლუგარის ს.ჯ/კ ცენტრი; სს“ევექს ჰოსპიტლები“ და შპს „ავერსის კლინიკა“

ივნისი 2019

მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრის ორმა მსმენელმა წარმატებით მიმართა და შეირჩა ჰანოვერის რეგენერაციული მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამაზე. თამარი ასკურავა სადოქტორო პროექტს 2019 წლის ოქტომბერში დაიწყებს ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების კვლევით ლაბორატორიებში, ხოლო ხათუნა ლობჯანიძე სადოქტორო პროექტს დაიწყებს ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის  ბავშვთა პნევმოლოგიისა და ნეონატოლოგიის განყოფილებაში.

 

13.04.2017

2017 წლის 13 აპრილს გამართულ ცერემონიაზე, გერმანიის, ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტთა საერთაშორისო კომისიის წევრს,  ულრიხ მარტინს, მეცნიერების და განათლების მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.


03.04.2017

საქართველოს პრეზიდენტის  №03/04/03 ბრძანების თანახმად,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრს  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან   მიმდინარე პროექტის „სატრენინგო კურსი - მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ - ს მხარდასაჭერად გამოეყო 25.600 ლარი.

27.10.2016

27 ოქტომბერს აკად. დოქტორი მ. ფოჩხუა და პროფესორი ულ. მარტინი მიწვეულები იყვნენ ექსპერტების სტატუსით კიბოს მოლეკულური დიაგნოსტიკის თემაზე ტელეკომპანია იმედის  დღის შოუში.

(https://www.facebook.com/dgisshow.tvimedi/?fref=ts)

25.10.2016

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების  ცენტრისა და სტუდენტებისათვის სასწავლო კურსის: "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ საზეიმო გახსნა

 

25 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) სადღესასწაულო ატმოსფეროში ახლად გარემონტებულ  აუდიტორიებში გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების  ცენტრი (მდბც).  ახალი ცენტრი და ახალი სტუდენტური  სასწავლო კურსი: მოლეკულური მეთოდები  ბიოსამედიცინო მეცნიერებებში    სსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორმა ულრიხ მარტინმა, ცენტრის დირექტორმა აკად. დოქტორმა მარინა ფოჩხუამ  წარუდგინეს სტუდენტებს, სსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის თანამშრომლებსა  და მოწვეულ  სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ: ბატონი გია გვაზავა,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ბაადურ მოსიძე, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები  ირინა კვაჭაძე და რამაზ ჩიხლაძე, პროფესორი მერაბ ჩიქობავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მდბც შეიქმნა პროფესორ ულრიხ მარტინთან (ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანია) თანამშრომლობით და აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკვე დაფინანსებულია გერმანული ფოლცვაგენის ფონდის მიერ.
მდბც-სა და სასწავლო კურსის "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში" მიზანია უზრუნველყოს თეორიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების დანერგვა მოლეკულური სამედიცინო დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში, მაღალი დონის შერჩეული სტუდენტებთვის სსუ-დან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოში სხვა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. პირველი წლისათვის, პროგრამაში მონაწილეობისათვის უკვე შეირჩა 10 სტუდენტი.

04.12.2015

ფოლცვაგენის ფონდმა გერმანიიდან დააფინანსა ჩვენი პროექტი "პრაქტიკული ტრეინინგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - თბილისი". ფოლცვაგენის ფონდი უზრუნველყოფს 141.000 ევროს აღჭურვილობისა და სხვადასხვა ხარჯებისათვის რათა  ამოქმედდეს თანამედროვე სტუდენტური ლაბორატორია მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში და დაინერგოს ტრენინგის კურსი "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში" შერჩეული სტუდენტებისათვის.

მსგავს მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და ბიოტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ არამარტო თანამედროვე მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ მედიცინაშიც, საკვები პროდუქტების წარმოებასა და/ან სოფლის მეურნეობაში. საქართველო, სამწუხაროდ ერთნაირად განიცდის როგორც ასეთი ლაბორატორიების, ასევე აკადემიურ სექტორში კვალიფიციური ექსპერტების ნაკლებობასაც.

მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრი დაარსებულ იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ექსპერტების შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფისა და კარგად აღჭურვილი ლაბორატორიების მეშვეობით, რათა განვითარდეს გამოყენებითი აკადემიური ბიოსამედიცინო კვლევების პროექტები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება, განსაკუთრებით საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე.