2021 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი  საბჭოს მიერ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის მედიცინის ტექნიკური ასისტენტი“  განხორციელების უფლება. პროგრამა შემუშავებულია სსუ -სა და მისი 3 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ: ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (დკსჯეც), ლუგარის ს.ჯ/კ ცენტრი; სს“ევექს ჰოსპიტლები“ და შპს „ავერსის კლინიკა“.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხს საბუნებისმეტყველო და სამედიცინო მეცნიერებებში, სურს გაიღრმავოს  ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის ხანგრძლივობაა 24 კვირა.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

 

 იგი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი შემდეგი ტიპის სამედიცინო ლაბორატორიაში: ზოგად კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგია-სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური, (ჰისტოლოგია-ციტოლოგიური).  ასევე, შეუძლია დასაქმდეს ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სისხლის ბანკში, ფლებოტომისტად შესაბამის პოზიციებზე.

 

 

პროგრამაზე რეგისტრაცია და განაცხადი

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. განაცხადის შეტანის შემდეგ ჩატარდება პირადი გასაუბრება კანდიდატების შესარჩევად.


პროგრამის ხანგრძლივობა - 24 კვირა.


განაცხადისთვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე:
https://vet.emis.ge/#/training-programs

 

პროგრამა დაფინანსებულია ა(ა)იპ პროფესიული უნარების  სააგენტოს მიერ.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით

 

საჭირო  დოკუმენტების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.
გთხოვთ, რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითოთ მოქმედი ელფოსტა.


საკონტაქტო ინფორმაცია: მარინა ფოჩხუა
მობ.: 599 900 444
ელ.ფოსტა:  mpochkhua@gmail.com

მონაწილეობისათვის მიმართეთ აკადემიურ დოქტორს მარინა ფოჩხუას.