მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს ბაკალავრებს გამოყენებითი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსებით. ინტერდისციპლინარული სასწავლო
კურსის „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ -ს მიზანია უზრუნველყოს სტუდენტები იმ აუცილებელი უნარ-ჩვევებით, რომლებიც დაეხმარება მათ წარმატებით გააგრძელონ სწავლა მსოფლიოში
აღიარებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. გარდა ამისა, ჩვენ მიზნად ვისახავთ წარმატებული კარიერის პერსპექტივების განვითარებას აკადემიურ სექტორში და/ან წარმოებაში, როგორიცაა: ფარმაცევტული
კომპანიები და კერძო საწარმოები, რომლებიც დაკავებულნი არიან ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სერვისების და პროდუქტების უზრუნველყოფითა და განვითარებით. ჩვენი სასწავლო კურსი გააძლიერებს საბაკალავრო
განათლებას დისციპლინათშორისი სწავლების უზრუნველყოფით და განავითარებს სამეცნიერო უნარ-ჩვევებს, ისეთებს, როგორიცაა დამოუკიდებელი ექსპერიმენტალური მუშაობა და საკუთარი შედეგების შეფასება. გარდა
ამისა, ეს კურსი შესანიშნავი სამეცნიერო პრაქტიკაა, რაც მომავალში იქნება წარმატებული კვლევის საფუძველი.
ეს სასწავლო კურსი ამჟამად წარმოდგენილია როგორც არჩევითი კურსი, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნას როგორც მინორული საგანი აკრედიტირებულ სასწავლო პროგრამებში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამებზე.
წელიწადში 4-5 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კურსში. აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი. ამ აპლიკაციების მიხედვით
ჩვენ ავარჩევთ კანდიდატებს გასაუბრებისათვის (2020 წლის აპრილი) და დავუკავშირდებით საბოლოოდ არჩეულ სტუდენტებს 2020 წლის 1 მაისამდე.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა იქნება ორი წელი.
ლექციები: როგორც ლაბორატორიაში პრაქტიკული სწავლების თეორიული საფუძველი, სტუდენტები ვალდებულები არიან დაესწრონ იმ დამატებით ლექციებს, რაც ჩართულია მათ ძირითად სასწავლო პროგრამაში, რომლებიც არ წარმოადგენენ ბიოლოგია/მედიცინა -ში არსებული სასწავლო პროგრამების კომპონენტებს. ჩვეულებრივ, ეს დამატებითი ლექციები ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ დღის მეორე ნახევარში:
პრაქტიკული სწავლება და სემინარები
1-ლი და მე-2 სემესტრები:
ტექნიკები მოლეკულურ ბიოლოგიაში: სისხლიდან ადამიანის გენომური დნმ და რნმ-ის მომზადება; პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია; აგაროზული გელ-ელექტროფორეზი; cდნმ სინთეზი და RT-PCR; მულტიფლექსური
-PCR
სხვა უნარ-ჩვევები: ლიტერატურის ძიება; ელექტრონული მონაცემთა ბაზა და ინსტრუმენტები; Power point -ის პრეზენტაციები; რაოდენობრივი მონაცემების გაზომვის ანალიზი Excel -ში.
მე-3 და მე-4 სემესტრები
მოლეკულური ბიოლოგიის ტექნიკები : PCR რეალურ დროში; პლაზმიდების მომზადება; რესტრიქციული ანალიზი; დნმ -ის ფრაგმენტების კლონირება
ცილების ბიოქიმია: დასაზუსტებელია
სხვა უნარ-ჩვევები: როგორ უნდა დაიწეროს სამეცნიერო ნაშრომები, პერსონალური აპლიკაციებისა და საგრანტო შეთავაზებების მომზადება.
მსმენელების შერჩევის შემდეგ პირველი წლის სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში.
მსმენელების შერჩევის შემდეგ პირველი წლის სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ დაიწყო 2017 წლის ნოემბერში.
განაცხადისთვის გადმოწერეთ ქვემოთ მოცემული ფაილები. გარეკანის 3 ასლი და შევსებული საგანაცხადო ფორმა, დამატებითი ინფორმაცია და სერტიფიკატები, როგორც ეს მოთხოვნილია ფორმაში, ასევე 2 რეკომენდატორის მიერ დაწერილი მხარდაჭერის წერილები უნდა გაიგზავნოს პროფესორ მარინა ფოჩხუასთან, ელ. ფოსტის საშუალებით.
Center for Molecular Diagnostics & Biotechnology, Sokhumi State University, Tbilisi
Director: Prof. Dr. Marina Pochkhua
Georgia, Tbilisi, 0186. A. Politkovskaia Str. № 9
fon: +995 599900444
email: Marina Pochkhua <mpochkhua@gmail.com>
მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
ხელმძღვანელი: აკადემიური დოქტორი მარინა ფოჩხუა
ტელეფონი: +995 599900444
ელ.ფოსტა: Marina Pochkhua <mpochkhua@gmail.com>